აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კულტურის სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილი მუშაკების დაჯილდოება

23 დეკემბერი, 2018

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით კულტურის სფეროში მოღვაწე დამსახურებული ღვაწლმოსილი მუშაკების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

70 ღვაწლმოსილ იუბილარს კულტურის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცათ. ღვაწლმოსილი იუბილარები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა დაჯილდოვეს.

საზეიმო ღონისძიებაში ფოლკლორული ანსამბლი ,,ქობულეთი“ მონაწილეობდა.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები