აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

2018 წლის შეჯემება და მედიკოსთა დაჯილდოება

26 დეკემბერი, 2018

დღეს, სასტუმრო „რედისონში“, მედიცინის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „2018 წლის საქმიანობის შეჯამება, 2019 წლის სიახლეების წარდგენა და მედიკოსთა დაჯილდოება“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სიგელი რეგიონის ჯანდაცვის სფეროს 24 წარმომადგენლს გადაეცა. ისინი თავად სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და ამ დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლების მიერ შეირჩნენ, შერჩევის კრიტერიუმს მათ მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა. 


ღონისძიებას ესწრებოდნენ, რეგიონის პირველი პირები, მინისტრთა კაბინეტის/საკანონმდებლო ორგანოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერიებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.


აჭარაში მედიცინის მუშაკის დღე 1996 წლიდან, ყოველი წლის 23 დეკემბერს აღინიშნება.

 
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2018 წელს წარმატებით ასრულებს, წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა ყველა დაგეგმილი პროგრამის განხორციელება, შესაბამისად ბიუჯეტის შესრულება თითქმის 100%-ს შეადგენს. 


2019 წელს უწყების ფინანსური დოკუმენტი მილიონამდე ლარით გაიზრდება და 17,762,600 ლარი იქნება.


სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას განახორციელებს.


მომავალი წლიდან იწყება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებული სამედიიცნო მომსახურების და გაფანტული სკლეროზის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება. 65 000 ლარამდე იზრდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. 10 000 ლარის ნაცვლად 25 ლარამდე გაიზრდება საზღვარგარეთ მკურნალობა. თანხები დაემატება “ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების“ პროგრამას. 


სოციალური დაცვის მიმართულებით ამოქმედდება 2 ახალი პროგრამა: „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანადაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ და „სმენაპროტეზირებულ ბავშთა რეაბილიტაცია“.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები