აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

საახალწლო ღონისძიება არქივში

28 დეკემბერი, 2018

2018 წლის 26 დეკემბერს  საარქივო სამმართველში  ჩატარდა  წინასაახალწლო ღონისძიება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს  საოჯახო ტიპის  ბავშთა სახლის აღმზრდელებმა (დედობილ-მამობილმა)  და აღსაზრდელებმა: გიორგი გორგაძემ,  კახა გორგაძემ, ეფემია ბედინაძემ, სოფო ქათამაძემ, ალინა აკიმოვამ და მაია ლორთქიფანიძემ, ასევე ყოფილმა აღსაზრდელმა, ამჟამად ბსუ-ს სტუდენტმა, ახალგაზრდა პოეტმა და მხატვარმა ლუკა სალვარიძემ. 

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა საარქივო სამმართველოს უფროსმა მაია ივანიშვილმა. მისასალმებელი და მისალოცი სიტყვებით გამოვიდნენ: საზღვარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის, პუბლიკაციისა და გამოყენების სამსახურის უფროსი თამაზ ფუტკარაძე, საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილეები: ანზორ თხილაიშვილი და ბესო ბაუჩაძე, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის კოორდინატორი, განვითარების პედაგოგი მარინა თედორაძე.

საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა გიორგი გორგაძემ,  კახა გორგაძემ, ეფემია ბედინაძემ, სოფო ქათამაძემ, ალინა აკიმოვამ და მაია ლორთქიფანიძემ წაიკითხეს კლასიკოსი ქართველი პოეტების ლექსები, წარმოადგინეს მონოლოგი ნ. დუმბაძის ნაწარმოებიდან ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.

ღონისძიების ფარგლებში  მოხდა   ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელის, ბსუს სტუდენტის ლუკა სალვარიძის ლექსების პრეზენტაცია. ახალგაზრდა პოეტის შემოქმედების შესახებ ისაუბრა თამაზ ფუტკარაძემ, ხოლო არქივისტებმა:  ქეთი ხონელიძემ, მაია ბლადაძემ და ხათუნა დიასამიძემ წაიკითხეს  ლუკა სალვარიძის ლექსები. ღონისძიების პარალელურად, ნაჩვენები იქნა საარქივო სამმართველოსა და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ურთიერთობის ამსახველი სლაიდშოუ და მოეწყო   აღსაზრდელთა  ნახატების გამოფენა.

ლუკა სალვარიძემ მადლობა გადაუხადა საარქივო სამმართველოს ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის და წაიკითხა საკუთარი ლექსები.

საარქივო სამმართველოს უფროსმა მაია ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მიულოცა დამსწრე საზოგადოებას ახალი წელი, ხოლო  საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს გადასცა ფასიანი საჩუქრები.

 იხილეთ ალბომი


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები