აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა კურორტ „გოდერძიზე“

28 დეკემბერი, 2018

კურორტ „გოდერძიზე“ აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად აჭარაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები გააჟღერა.

აჭარის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 40 ოჯახს საცხოვრებელი ბინები უსასყიდლოდ, კერძო საკუთრებაში გადაეცემა.

გონიოს ხიდის მშენებლობისა და ბათუმის ბულვარის გაგრძელების პროექტი განხორციელდება. თორნიკე რიჟვაძემ სხდომის წევრებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევას განახორციელებს, რომლის შემდეგაც სატენდერო დოკუმენტაცია მომზადდება და მშენებლობა განხორციელდება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მყარი ნაჩენების მართვის პროექტის დამატებითი დაფინანსების თაობაზე კონსულტაციები დაიწყო. პროექტის ფარგლებში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და ბათუმსა და ქობულეთში შესაბამისი ტექნიკის შეძენა განხოციელდება.

მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთის გაძლიერება მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. 2019 წელს აქცენტი მუნიციპალური პროექტების დაფინანსებაზე გაკეთდება. მომდევნო წელს მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი ჯამში 1,5 მლნ ლარით იზრდება. გარდა მუნიციპალიტეტებზე გათვალისწინებული კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერებისა, რომელიც ჯამში 60,0 მილიონ ლარს შეადგენს, სხვადასხვა პროექტები მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, დამატებით დაახლოებით 8,0 მილიონი ლარით დაფინანსდება.

2019 წელს მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში გზების კეთილმოწყობისთვის დაახლოებით 9 მლნ ლარი დაიხარჯება. 2019 წელს გოდერძის უღელტეხილიდან-მწვანე ტბამდე გზის რეაბილიტაცია დასრულდება. დაგეგმილია ასევე მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

ბეშუმის განაშენიანებაზე მუშაობა დაიწყება, რისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია. აღნიშნული პროექტი კერძო და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ახალი ტურისტული ადგილების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მთავრობის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის მთავრობის მიერ საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობის მიზნით, რამდენიმე კომპანიისთვის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების საკითხი წარადგინა.

სხდომაზე საუბარი ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას შეეხო. 25 დეკემბრის მონაცემებით, უკვე ექსპორტირებულია (სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსია, ყირგიზეთი, ლატვია, უზბეკეთი, რუსეთი) 25 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით 8000 ტონაზე მეტია. დღეისათვის სხვადასხვა საწარმოებს 8 000 ტონამდე არასტანდარტული მანდარინი აქვთ მიღებული და გადამუშავებული.

გასვლით სხდომაზე ასევე საქვეუწყებო დაწესებულებების სამინისტროებისთვის დაქვემდებარების საკითხი განიხილეს

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები