აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2019-2022 წლის პრიორიტეტების პრეზენტაცია მეცნიერებათა აკადემიაში

28 დეკემბერი, 2018

დღეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ 2019-2022 წლის პრიორიტეტების პრეზენტია წარადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიის წევრები. მინისტრმა სამინისტროს და მასში შემავალი სისტემის გეგმები აკადემიის წევრებს გააცნო. ტიტე აროშიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა, რეგიონალურ და ცენტრალურ სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის კოორდინაციის გაზრდა პროგრამული პროექტების განხორცილების კუთხით. პარტნიორ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უახლოეს პერსპექტივებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.

,,ჩვენს შეხვედრას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. აკადემიის წევრებს წარვუდგინეთ 2019-2022 წლის პრიორიტეტები, გავაცანით ინფორმაცია დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ. მოვისმინეთ მათი შეფასებები და შეხედულებები. მსგავსი შეხვედრები საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი საქმიანობა ღია და გამჭვირვალე იყოს და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდეთ, გამოთქვან საკუთარი შეხედულებები, ჩაერთონ ჩვენს საქმიანობაში’’.– განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წელს 14 190 595 ლარით განისაზღვრა. მათ შორის, 9 773 465 ლარი მოხმარდება სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებას, ხოლო 4 417 130 ლარი გარემოს დაცვისა და სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებას. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 13 პროგრამას და 22 ქვეპროგრამას განახორციელებს. პროგრამები თავისი შინაარსით ორიენტირებულია თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლებასა და აგრარულ სექტორში დასაქმებულ ფერმერების და აგრომეწარმეების ცოდნის გაფართოვებაზე, მემცენარეობის და მეცხოველეობის ჯიშთგანახლებაზე, მაღალეფექტური მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობაზე, მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგაზე, სასათბურე მეურნეობის განვითარების გზით, რეგიონის დაბლობი ზონისათვის ახალი სასოფლო-სამეურნეო ფუნქციების მინიჭებაზე.

,,სოფლის მეურენობის განვითარებას ასეთი მიდგომა ჭირდება, როგორი ხედვაც დღეს წარმოგვიდგინა აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ. მკაფიოდ ჩამოაყალიბა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება რეგიონში, აგრარული სექტორის განვითარების მოდელი. დიდი ინტერესით ვისმენდით მოწოდებულ ინფორმაციას, რადგან აქ არის შერწყმული მეცნიერებისა და სახელმწიფოს ინტერესები, ასეთი მუშაობით ქართული სოფელიც მოიგებს და საქმეც წინ წავა’’ - განაცხადეს შეხვედრის დასასრულს აკადემიის წევრებმა.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები