აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2018 წელს არასტანდარტული ციტრუსი ამოიწურა

29 დეკემბერი, 2018

დღეს, რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მონიხახულა და ციტრუსის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნო. საწარმო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში 300 ტონა არასტანდარტულ ნაყოფს ამუშავებს. დღეის მდგომარეობით რიგები აღმოფხვრილია. 31 დეკემბერს დღის მეორე ნახევარში შეწყდება ციტრუსის მიღება რომელიც 2 იანვარს განახლდება.

29 დეკემბრის მონაცემებით, უკვე ექსპორტირებულია (რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსია, ყირგიზეთი, ლატვია, უზბეკეთი) 26 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით 7000 ტონაზე მეტია. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, მიღებული და გადამუშავებულია 8 000 ტონამდე. დღესვე ტიტე აროშიძემ დაბა ჩაქვში ციტრუსის მიმღებ- გადამამუშავებელი საწარო მოინახულა. საწარმოში ხდება ციტრუსის მიღება-გადამუშავება, რეცხვა და პარაფინირება. საწარმო მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე მიიღებს და გადაამუშავებს 2000 ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფს, 29 დეკემბრის მდგომარეობით 800 ტონამადე ციტრუსი უკვე ესპორტირებული აქვს რუსეთის და უკრაინის მიმართულებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები