აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

რა შეიცვალა 2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში

03 იანვარი, 2019

2019 წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი გასული წლის ბიუჯეტთან შეადრებით - 894 130 ლარით გაიზრდება და 17 722 635 ლარს შეადგენს.
სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას განახორციელებს.
მოსახლეობის მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით 2019 წლისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:
„მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამით დაიგეგმა ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება (სულ 10 პაციენტისთვის). ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება პაციენტების დაფინანსება 15 000 და ნაცვლად 50 000 ლარისა გახდება 65 000 ლარი.


ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს პირველად დაუფინანსდებათ:
  • ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია - 80 000 ლარით;
  • ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია -150 000 ლარით.
გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით დაუფინანსდებათ გაფანტული სკლეროზის მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება (წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 პაციენტი). თითეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი შეადგენს 25 000 ლარს.
,,მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების ქვეპროგრამით” გაიზრდება ბენეფიციარების დაფინანსების ზღვრული ტარიფი (დაფინანსების არსებული პროპორციების დაცვით) და ნაცვლად 15 000 ლარისა გახდება 25 000 ლარი.
„ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ პროგრამით განხორციელდება ძვირადღირებული (რომელთა ღირებულება სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფით აღემატება წლიურ ლიმიტს -15 000 ლარს) ქირურუგიული ოპერაციული მკურნალობის (როგორც გეგმიური ასევე ურგენტული) თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში. გაიზრდება ქვეპროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარით და გახდება 400 000 ლარი.
“ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების“ პროგრამაში მოიმატა ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი (5000 ლარით) და გახდება 15 000 ლარი.
ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნლობა, კერძოდ: პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2 - მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში სრულად დაუფინანსდებათ მედიკამენტ ევეროლიმუსის (აფინიტორი) მკურნალობის კურსისის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი.

სოციალური დაცვის მიმართულებით ამოქმედდა 2 ახალი პროგრამა, კერძოდ:
  • „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანადაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ ;
  • „სმენაპროტეზირებულ ბავშთა რეაბილიტაცია“.
გაფართოვდა მართოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, 2019 წლიდან პროგრამას ბენეფიციარებად დაემატა სხვადასხვა პრობლემების მქონე დედები.
ასევე, გაიზრა სოციალური დაცვის თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა.

კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები