აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძე ალილოს სადღესასწაულო მსვლელობას შეუერთდა

07 იანვარი, 2019

7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაული ბათუმში ტრადიციული ალილოთი აღინიშნა. საზეიმო მსვლელობას საშობაო ნობათითა და ტკბილეულით შეუერთდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ბათუმში ალილოს მსვლელობა ტრადიციულად ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან იწყება. მახარობლები სასულიერო პირებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, ჩოხოსნებთან და მრევლთან ერთად ბათუმის ცენტრალურ ქუჩებს მოივლიან და მსვლელობას ბათუმისთვის ბძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან ასრულებენ.

ალილოზე შეგროვილი ნობათი შეჭირვებულებს გადაეცემათ. საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. ალილოს საშობაო მსვლელობა საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა და უკვე რამდენიმე წელია ალამაზებს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები