აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ჯანმრთელობის დაცვის 2019 წლის პროგრამები

09 იანვარი, 2019

გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება

პროგრამა ითვალისწინებს, მოსახლეობის  დამატებით კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე ფინანსურ ხელმისაწვდომობადა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდასრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

მოსარგებლეები

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც  რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის  ტერიტორიაზე.

დაფინანსების ფორმა

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, შესრულების წესით გათვალსიწინებული პროპორციების დაცვით, არაუმეტეს დაწესებულების მიერ წინასწარ გაცემულ ანგარიშ-ფაქტურაში და  სამედიცინო ვაუჩერში მითითებული თანხისა. დარჩენილ თანხას დაფარავს პაციენტი.

- მკურნალობის ღირებულება - 2000 ლარის ჩათვლით  დაფინანსდება -90%-ით;

- მკურნალობის ღირებულება - 2000 ლარზე მეტი -3000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება - 80%-ით; 

- მკურნალობის ღირებულება - 3000 ლარზე მეტი -5000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება - 70%-ით;

- მკურნალობის ღირებულება -5000 ლარზე მეტი დაფინანსდება -60%-ით.

პაციენტებს სტატუსის გათვალისწინებით დაუფინანსდებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული გეგმიური და ურგენტული კარდიოქირურგიული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში, რომელიც მითითებული უნდა იყოს დაწესებულების მიერ წარმოდგენილ ანგარიშ - ფაქტურაში.

არ დაფინანსდება: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის ღირებულებაზე მეტად მოთხოვნილი თანხა, განსხვავებული (ძვირადღირებული, წამლით დაფარული სტენტი) სტენტის ღირებულება, ასევე პირები, რომელთა წლიური შემოსავალი არის 40 000 ლარი და მეტი. 

  

მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება

პროგრამა ითვალისწინებს, გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით.

მოსარგებლეები

- პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით;

- 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები;

- შშმ პირები;

- ომის ვეტერანები;

- ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები

(დედა, მამა, მეუღლე, შვილები);

- მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;

- ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები;

- პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები;

- უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი;

- უსახლკაროები;

- მარტოხელა მშობლები და მათი არასრულწლოვანი(18 წლამდე) შვილები;

- ტრეპიფინგისა და ძალადობის მსხვერპლი პირები;  

- პაციენტები, რომლებსაც ამ დროისთვის არა აქვთ მინიჭებული 200 000-მდე სარეიტინგო ქულა, მაგრამ მათი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას დააფინანსოს აუცილებელი სამედიცინო მომსახურება, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან  წარმოდგენილი შუამდგომლობით.  

დაფინანსების ფორმა

მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:

- 1000 ლარის ჩათვლით - 100%-ით;

- 1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით - 90%-ით;

- 2000 ლარზე მეტი  3000 ლარის ჩათვლით - 80%-ით;

- 3000 ლარზე მეტი - 70%-ით.

არაუმეტეს 5 000 ლარისა.

ღვიძლისა და ძვლის ტვინის  ტრანსპლანტაცის დაფინანსება

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პროგრამით დაუფინანსდებათ ღვიძლისა და ძვლის ტვინის  ტრანსპლანტაცია (საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში) წლის განმავლობაში  10 პაციენტს.    

- ღვიძლის ტრანპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს დაუფინანსდებათ 65 000 ლარით.

- ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში  დაუფინანსდებათ:

- ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა კვლევებით, ორგანიზმის მომზადებით ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით - 80 000 ლარით;                                     

- ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა კვლევებით, ორგანიზმის მომზადებით ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით - 130 000 ლარით.

გაფანტული სკლეროზის მკურნალობის დაფინანსება მაღალეფექტური მედიკამენტით

გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე დაუფინანსდებათ გაფანტული სკლეროზის მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება (წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 პაციენტი).

ბენეფიციარებს მედიკამენტების ღირებულება დაუფინანსდებათ  სამედიცინო დაწესებულების ან სააფთიაქო კომპანიების მიერ გაცემული ანგარიშ - ფაქტურის მიხედვით შემდეგი პროპორციებით:

-  70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტების   - 100 %-თ;

-  70 001-დან 100 000 ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტების   - 90 %-თ;

- 100 001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაცინეტებს  და  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს -  80 %-ით;

- სხვა დანარჩენ პაციენტს - 70% -ით.

 წლიური ლიმიტი  ერთ პაციენტზე შეადგენს 25 000 ლარს.


სახსრების ენდოპროთეზირება

პროგრამა ითვალისწინებს, სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებას.

მოსარგებლეები

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე.

დაფინანსების ფორმა

მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი პროპორციებით.

- 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის ფაქტიური ხარჯის - 90 %-ით;

- დანარჩენი ბენეფიციარებისათვის (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები), მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები, ფაქტიური ხარჯის - 80%-ით;

- სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის ფაქტიური ხარჯის - 70%-ით.

დაფინანსების ზღვრული თანხა შეადგენს 5000 ლარს.

 

ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა

პროგრამა ითვალისწინებს, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას.

მოსარგებლეები

- 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირები;

- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები), მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები,  პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები, უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი, უსახლკაროები, მარტოხელა მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილები, ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი პირები - 70%-ით.        

დაფინანსების ფორმა

დაფინანსება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს პროგრამაში გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ღირებულებისა, შემდეგი პროპორციებით:

- 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოზრდილი პაციენტები, 200 000 - ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები - 100 % - ით;

- 70 001 - დან 100 000 - ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაცინეტები - 90 % - ით;

- 100 001 - დან 200 000 - ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები - 80% - ით;

- სხვა დანარჩენი ბენეფიციარი - 70% - ით.

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში, როცა გამოკვლევების ღირებულება ნაკლებია პროგრამით გათვალისწინებულ თანხაზე, ზემოაღნიშნული პროპორციებით განსაზღვრული მაჩვენებლები გაითვლება წარმოდგენილი ღირებულებიდან.

თუ მომწოდებლის მომსახურების ტარიფი აღემატება პროგრამით გათვალისწინებულ ღირებულებას, განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს პაციენტი.


ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა  დამატებითი  სამედიცინო  მომსახურება

პროგრამა ითვალისწინებს, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების (სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით) დაფინანსებას.

მოსარგებლეები

ონკოლოგიური პაციენტები დადასტურებული დიაგნოზით.  

დაფინანსების ფორმა

მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:

- 1000 ლარის ჩათვლით - 100% - ით;

- 1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით - 90% - ით;

- 2000 ლარზე მეტი  3000 ლარის ჩათვლით - 80% - ით;

- 3000 ლარზე მეტი - 70% - ით.

არაუმეტეს 5 000 ლარისა.

სამედიცინო მომსახურება ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით დაფინანსდება სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიებიდან წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით. ერთ მომართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი  შეადგენს 15 000 ლარს.


- ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტ ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) მკურნალობა დაფინანსდება   სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიების  მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით სრულად თანაგადახდის გარეშე (1 პაციენტზე არაუმეტეს - 12 ციკლისა).

 

- პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში დაუფინანსდებათ მედიკამენტ პერტუზუმაბის ან ლაპატინიბის მკურნალობის კურსის ღირებულება ტრასტუზუმაბთან (ჰერცეპტინი) ერთად (1 პაციენტზე-8 ციკლი), წლის განმავლობაში 10 პაციენტი.

     

- პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2-  მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში დაუფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარაეშე მედიკამენტ ევეროლიმუსის (აფინიტორი) მკურნალობის კურსისის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი.

 

ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება

პროგრამა ითვალისწინებს,  ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით  სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის სრულად დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

მოსარგებლეები

- შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები;                                                                                                                                                                                                                              - მოქალაქეები  რომლებიც რეგისტრირებულნი არიან  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;                                                                                                                                                                                                                            - ასაკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;                                                                                                                                                                                                                              - 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;

- უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი;  

- უსახლკაროები.

დაფინანსების ფორმა                                     

საყოაო ჯანმრთეის დაცვის სახმწიპროგრამით გეგმიური სტაციონარული სამდიცინო მსახრეის თანაგადახდის სრულად დაფარვა სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება

ძვირადღირებული (რომელთა ღირებულება სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფით აღემატება წლიურ ლიმიტს - 15000 ლარს)  ქირურუგიული ოპერაციული (გეგმიური, გადაუდებელი) მკურნალობის თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

                                                                                                                                                                                                                       

მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, მოზრდილი მოსახლეობისათვის (18 წლის ზემოთ) ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის ფუნქციის აღდგენას და შესაბამისად ცხოვრების  ხარისხის ამაღლებას.

მოსარგებლეები

- სოციალურად დაუცველი  ოჯახების მონაცემთა ერთიან  ბაზაში  რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ  100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;                                                                                                                                             

- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;                                                                                                                               

- ომის ვეტერანები;                                                                                                                                                                                                     

- ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები.           

დაფინანსების ფორმა

სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:                               

- სამედიცინო მომსახურების ღირებულება -1000 ლარის ჩათვლით - 100%-ით;

- სამედიცინო მომსახურების  ღირებულება - 1000 ლარზე მეტი - 90%-ით; მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა;

წლის განმავლობაში არაუმეტეს  4000 ლარისა.

 

მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება

პროგრამა ითვალისწინებს, იმ პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით "მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში".

მოსარგებლეები

სხვადასხვა დაავადებების მქონე პირები,  რომელთა   აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში (სპეციალისტი/ექსპერტის დასკვნის შესაბამისად).

დაფინანსების ფორმა

ბენეფიციარებს პროგრამის  ფარგლებში დაუფინანსდებათ თანაგადახდა (წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურდან დარჩენილი თანხა) 70 %-ით, მაგრამ არაუმეტეს  25 000 ლარისა (ეროვნულ ვალუტაში დახმარების დღისათვის არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით). 


სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურება

პროგრამა ითვალისწინებს, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას - 300 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 150 ლარის ოდენობი. ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას - 150 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 100 ლარის ოდენობით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები