აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარული ხაჭაპური Tasteatlas-ის მომხმარებელთა რჩეულია

12 იანვარი, 2019

პოპულარული, კულინარიული ვებგვერდ „Tasteatlas“-ის რეიტინგში აჭარული ხაჭაპური მომხმარებელთა რჩეულია. ვებგვერდის მკითხველებმა ხაჭაპურს 5-დან 5 ქულა მიანიჭა და ის მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის პირველ ადგილზეა.

ყველიანი პური, ხაჭაპური, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად, მას გამდნარი ყველით, კვერცხით, კარაქითა და ფქვილით ამზადებენ. საქართველოში ხაჭაპურის რამდენიმე სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადება მოცარელათი ან ფეტათიც შესაძლებელია, ქართველები მას სულგუნით ან იმერული ყველით ამზადებენ. ხაჭაპურის ყველაზე გავრცელებული ფორმები იმერული და აჭარული ხაჭაპურებია,» ნათქვამია აჭარული ხაჭაპურის აღწერაში.

TasteAtlas არის ერთგვარი კულინარიული რუკა, სადაც 10,000-ზე მეტი კერძი და ინგრედიენტი მსოფლიო რუკაზე ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვითაა განლაგებული. ვებგვერდი მსოფლიოში პოპულარული კერძების რეიტინგებს პერიოდულად აქვეყნებს. ამ ეტაპზე გამოქვეყნებული კერძებისთვის ხმის მიცემა კი ნებისმიერ მსურველს შემდეგ ბმულზე შეუძლია - goo.gl


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები