მინისტრი პოლონეთის დელეგაციას შეხვდა
18 იანვარი, 2019
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ქართულ-პოლონურ სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგების, რეგიონის საექსპორტო შესაძლებლობებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ მიაწოდა.
მხარეებმა აჭარა- პოლონეთს შორის უკვე არსებული ურთიერთობები და რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
პოლონურმა მხარემ სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა დარგში თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი იქნება.