აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ამერიკის ელჩი სარეაბილიტაციო კლინიკას ეწვია

23 იანვარი, 2019

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას“ აშშ საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში როდ უილსონი ეწვია.

სარეაბილიტაციო დაწესებულება ბათუმში 2018 წლის ოქტომბერიდან კლინიკურ და საგანმანათლებლო საქმიანობას USAID-ის პროექტის ფარგლებში ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის და კორპორაცია PFID-ის („პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის”) მხარდაჭერით ახორციელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩითან ერთად კლინიკას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილეები, ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და მერის მოადგილე სტუმრობდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტის -„ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში“ - განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან (USAID-ის), ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლიდან (აშშ, ატლანტა), თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტიდან, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“, კორპორაციიდან „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები