აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სამინისტრო 2019 წელს ეკომიგრანტი ოჯახებისათვის 3 000 000 ლარს გამოყოფს

23 იანვარი, 2019

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის 3 000 000 ლარს დახარჯავს. აღნიშნულ თანხაში დაგეგმილია 117 უსაფრთხო სახოვრებელი სახლის/ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება და ერთ ეკომიგრანტ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარის გამოყოფა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, გასულ წელს საცხოვრებელი 118-მა ოჯახმა შეიძინა.

2019 წლის პროგრამა უკვე მაოქმედდა და სპეციალურმა კომისიამ 9 ოჯახის მიერ  შესასყიდად შერჩეული საცხოვრებელი სახლების  ექსპერტიზაზე გადაგზავნის საკითხი განხილა.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები