აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარა მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

24 იანვარი, 2019


ამ წუთებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს პოპულარიზაციას მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „FITUR 2019” უწევს. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე, დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს.

მადრიდის გამოფენა ერთ-ერთი მსხვილი გამოფენაა მსოფლიოში, რომელსაც ათასობით ადამიანი, ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული კომპანია, ორგანიზაცია მსოფლიოს  150-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრება.

გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ საქმიანი შეხვედრები ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან.  

2019 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჯამში 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას და პოპულარიზაცია გაუწევს რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები