აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

28 იანვარი, 2019

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსის მიზანია:
ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
ხელოვნებისა და კულტურის პროექტების მეშვეობით საზოგადოებაში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება და კულტურულ ღონისძიებებში მოქალაქეების მონაწილეობისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა;
ინკლუზიური ჯგუფებისთვის ხელოვნების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და  იურიდიულ  პირებს.

პროექტი უნდა განხორციელდეს აჭარის ა.რ. ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე; 

თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის 2019 წლის ბიუჯეტი განისაზღვრება 120 000 ლარით; თითოეული პროექტისთვის გაიცემა არაუმეტეს 30 000 ლარისა.


სამინისტროში განაცხადების მიღება იწარმოებს 2019 წლის 20 იანვრიდან - 01 მარტის ჩათვლით (09 საათიდან - 17 საათამდე).

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტი: 
ელ-ფოსტა: freeprojectsajara@gmail.com
ტელ: 422 24 53 82; 599 39 69 71
მისამართი: ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა №4

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები