აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ცვლილება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში

25 იანვარი, 2019

დღეს აჭარის მთავრობის პირველი გასვლითი სხდომა კურორტ გომარდულზე გაიმართა.

სხდომაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განსახილველად წარადგინა საკითხი, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტო 2016 წლიდან დღემდე ახორციელებს ,,ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამას, რომლის შესრულების წესი რეგულირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N-25 განკარგულებით. პროგრამის მიზანია სტიქიით დაზარალებული და ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა მათი უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, პროგრამის მიზნობრიობის გამყარებისა და აუდიტის სამსახურის შეფასების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წესში ცვლილებების შეტანა, ხოლო მისაღებ ცვლილებათა რაოდენობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი გახდა მოქმედი წესის ძალადაკარგულად გამოცხადება და ახალი წესის დამტკიცება.

ცვლილებები შეეხება: 
 სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროგრამის მნიშნელოვან ტერმინთა განმარტებებსა და დაზუსტებას, მათ შორის რეგისტრაციის ნაწილში. ნდობის ხარისხისიდან გამომდინარე ჰიდრო-მეტეროლოგიური და გეოლოგიური დასკვნების გამცემი სამსახურების განსაზღვრას.
 განისაზღვრა პროგრამაში ჩასართავ ბენეფიციართა დამატებითი კრიტერიუმები. კერძოდ: 
- სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში ჩართვის მიზნით სტუდენტთა რეგისტრაცია აჭარის ა/რ საზღვრებს გარეთ, არ იქნება ხელსემშლელი ფაქტორი პროგრამაში ჩართვისათვის;
- გასულ წლებში დაკმაყოფილებული ოჯახები, რომელთაც გააჩნიათ მხოლოდ მიწის ფართები სადაც არ არის განთავსებული საცხოვრებლად ვარგისი შენობები, ჩართული იქნებიან პროგრამაში;
- ოჯახები რომლებსაც 2017 წლის 01 იანვრიდან შუამდგომლობის აღდგენის დღემდე გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები, მაგრამ იძულებული იყვნენ გაესხვისებინათ ძვირადღირებული სამედიცინო მკურნალობის (არანაკლებ 7 000 ლარისა) ხარჯების გაწევისათვის ან იპოთეკური სესხიდან სახლის ვერ გამოსყიდვის გამო; 
- პროგრამაში განხილული იქნება ის ოჯახებიც, რომლებსაც გასულ წლებში მიღებული ქონდათ ერთჯერადი მატერიალური სახით ფულადი კომპენსაცია, თანხა გამოიყენეს სახლის ადგილზე აღდგენა-გამაგრებისთვის ან ოჯახის დროებითი საცხოვრისით უზრუველყოფისათვის, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის. ამ კატეგორიის კომპენსაციის ზედა ზღვარად განისაზღვრა 10 000 ლარი, იმ დაზუსტებით რომ 5 000 ლარიდან 10 000 ლარის ჩათვლით დახმარებული ოჯახები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში და ღებულობდნენ შემწეობას.
- დაკმაყოფილებულ ბენეფიციართან გაფორმდება პირობადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მყიდველი შესყიდვიდან 3 წლის განმავლობაში შეზღუდული იქნება გაასხვისოს ან/და ამავე მიზნით დაყოს ცალკეულ საკადასტრო ერთეულებად საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული საჭირო შეიქმნა პროგრამის მიზნობრიობის გაზრდისათვის, ვინაიდან დაფიქსირდა შეძენილი სახლების მალევე გასხვისების შემთხვევები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები