აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა გომარდულში

25 იანვარი, 2019

2019 წლის აჭარის მთავრობის პირველი გასვლითი სხდომა კურორტ გომარდულზე გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ კურორტ გომარდულს მოეხსნა ყადაღა და ინვესტორებს შეუძლიათ, დაუბრკოლებლად გააგრძელონ საქმიანობა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კურორტის განვითარების გრძელვადიანი ხედვა მოამზადა, რომლის მიზანია გომარდული აქციოს ტურისტებისთვის მიმზიდველად ოთხივე სეზონის განმავლობაში.

მთავრობის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის მთავრობის მიერ საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობის მიზნით, რამდენიმე კომპანიისთვის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების საკითხი წარადგინა. სხდომაზე ცვლილება შევიდა მთავრობის დადგენილებაში, რომლის თანახმადაც რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში, არსებული პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფაზე პრიორიტეტების კომისია იმსჯელებს და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს.

მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის განვითარების მიმართულებით ახალგაზრდების როლზე ისაუბრა. სამინისტროებსა და საჯარო დაწესებულებებს მთავრობის მიერ დაგეგმილ პროექტებში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართვის რეკომენდაცია მიეცათ. სხდომაზე 2018 წლის ციტრუსის სეზონი შეჯამდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ციტრუსის ექპსორტი განხორციელდა და წინა წელთან შედარებით დაახლოებით 12 %-ით გაიზარდა. გადამუშავდა სამრეწველო ციტრუსი და ის კონცენტრატის სახით ისრაელის, უკრაინის, იაპონიის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე გავა.

აჭარაში, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდებ, რომლკისთვისაც სულ გამოიყო 20 მლნ ლარი, ხოლო აჭარაში ამ მიმართულებით 2 მლნ ლარი დაიხარჯება. 5000 -10000 ლარამდე თანხა დასახლების ზომის მიხედვით გადანაწილდება და სოფლის მოსახლეობის უშუალო ჩართულობით, მათივე გადაწყვეტილებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. პროექტში აჭარიდან 300-ზე მეტი სოფელია ჩართული.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები