აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

„საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“

30 იანვარი, 2019

2019  წლის 29 იანვარს საარქივო სამმართველოში ჩატარდა  ღონისძიება სახელწოდებით „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, საოჯახო ტიპის ბავშთა სახლის აღსაზრდელები და აღმზრდელები.

საზოგადოებას მიესალმა აგრეთვე განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე.

მოხსენება ,,ექვთიმე თაყაიშვილი, ცხოვრება და ღვაწლი“ გააკეთა საზღვარგარეთთან საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის პუბლიკაციისა და გამოყენების სამსახურის უფროსმა თამაზ ფუტკარაძემ,  ხოლო საოჯახო ტიპის ბავშთა სახლის  აღსაზრდელებმა: გიორგი გორგაძემ, კახა გორგაძემ, ეფემია ბედინაძემ, სოფო ქათამაძემ, ალინა აკიმოვამ და მაია ლორთქიფანიძემ წაიკითხეს ექთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი  ლექსები.

ღონისძიების დასასრულს  ნაჩვენები იქნა საზღვარგარეთთან საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის პუბლიკაციისა და გამოყენების სამსახურის მიერ მომზადებული სლაიდშოუ და  გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

(+995) 577 261437 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები