აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტროსა და CENN შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

30 იანვარი, 2019

ტყის მართვის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და CENN-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და CENN-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ მოაწერეს. წინამდებარე მემორანდუმი ინიცირებულია პროექტის „ტყის მდგრადი მართვა კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ტყეების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება–განვითარებას, სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით და ეროვნული სატყეო კონცეფციით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას, სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ჩართულობით.

ასევე ხელს შეუწყობენ სოფლის განვითარების საბჭოს მიერ დარგში მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო, საზოგადოებრივი და საერთაშორისო პროგრამების კოორდინირებული განხორციელების, დარგობრივი სტრატეგიების დაახლოებისა და მწვანე ზრდაზე ორიენტირებული, სოციალური და გარემოსდაცვითი სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერის ინსტრუმენტების განხილვას.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები