აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის

30 იანვარი, 2019

დღეს, სასტუმრო ჰილტონში CENN, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სატყეო პროექტის გახსნის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სატყეო დარგის პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე განიხილეს უწყებათშორისი და საზოგადოებრივი დიალოგის ხელშეწყობა დარგში არსებული პრობლემების გადაჭრისა და ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისათვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, CENN აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია და სახვა ოფიციალური პირები.

პროექტი ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ხორციელდება CENN-ის მიერ ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციის ხელშემწყობი გარემოს შექმნას და ეკოლოგიური რისკების შემცირებას ტყის მართვის გაუმჯობესების, სოფლად მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების, ბუნებრივი კატასტროფების შემცირების, განათლების, ცნობიერების ამაღლების, ქალთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისა და ამ საკითხებზე ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები