აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრის მოადგილედ სულხან მოწყობილი დაინიშნა

01 თებერვალი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ სულხან მოწყობილი დაინიშნა, რომელიც დღემდე ქობულეთის მერის პირველი მოადგილე იყო. ახალი მოადგილე თანამშრომლებს დღეს, მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ წარუდგინეს.

”გამოცდილება, პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება, საზოგადოებისათვის სასარგებლო, საქმიანობაში ჩართულობა-ეს ის კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც შეირჩა მოადგილე”- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ✔️სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა:

1994–1999 წწ. - ქალაქ ქობულეთის საკრებულოს გამგეობის საბინაო განყოფილების გამგე.

1999–2006 წწ. - ქალაქ ქობულეთის საკრებულოს გამგეობის მიწათმომწყობი.

2007–2007 წწ. - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის სპეციალისტი.

2007–2008 წწ. - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის იურიდიული განყოფილების სპეციალისტი.

2008–2010 წწ. - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი.

2010–2011 წწ. - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი.

2011–2012 წწ. - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

2012– 2012 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

2012–2012 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.

2012–2014 წწ. სსიპ ,,აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო“-ს უფროსის მოადგილე.

2015- წლის იანვრიდან ივნისამდე - შსს სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი)“ აჭარის ა.რ. საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი.

2016-2017 წ.წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი რომანაძის წარმომადგენელი.

გავლილი აქვს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.

ფლობს რუსულ ენას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები