აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტროში მინისტრის ახალი მოადგილე წარადგინეს

01 თებერვალი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე დავითაძე დაინიშნა, რომელიც დღემდე აჭარის მთავრობის აპარატში საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი იყო. ახალი მოადგილე თანამშრომლებს დღეს, მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა წარუდგინეს. მთავრობის თავჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტებზე - განათლება და ახალგაზრდობა.

ახალგაზრდული კომპონენტი უნდა იყოს განსაკუთრებით გამოკვეთილი და ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, რაშიც განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა შეუწყოს მათ ხელი. სწორედ ამ მიმართულებით მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება დაავალა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები