აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტროს ქვემო სილეზიის სეიმის ოფიციალური დელეგაცია ეწვია

04 თებერვალი, 2019

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრი ინგა შამილიშვილი მოადგილეებთან ერთად ქვემო სილეზიის სეიმის ოფიციალური დელეგაციის წევრებს შეხვდა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სეიმის 9-კაციანი დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კულტურისა და განათლების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ორ რეგიონს შორის განათლებისა და კულტურის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მადლობა გაუახადა სტუმრებს. ქვემო სილეზიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან თანამშრომლობით 2016-2018 წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალი.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთში პერიოდულად გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები: ფოლკლორული კონცერტები, კინოგადაღებები და კინოჩვენებები, ფოტოგამოფენები, ქუჩის მხატვრობის პროექტი და სხვა. განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ქართული და პოლონური კულტურის დაახლოებასა და პოპულარიზაციას, კულტურული ღირებულებების, ასევე სახელოვნებო საზოგადოებებს შორის კონტაქტების გაცვლას. შეხვედრაზე განათლების მიმართულებით ახალი პროგრამების განხორციელება დაიგეგმა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გაცვალეს სიმბოლური საჩუქრები. სტუმრებმა მინისტრისგან თავსაბურავი - „ყაბალახი“, ქართული ღვინო და სხვა საჩუქრები მიიღეს. ვიზიტის ფარგლებში  პოლონელმა სტუმრებმა ბათუმის განათლების ფონდი/მასწავლებელთა სახლი დაათვალიერეს. 


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები