აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ხულოში აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

05 თებერვალი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის ,,ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა’’-ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, მინისტრის პირველ მოადგილესთან მამუკა თურმანიძესთან და საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ რაულ ბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

ცენტრი აღიჭურვება, სამაცივრე დანადგარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამხარისხებელ-შემფუთავი ტექნოლოგიური ხაზით, შესაბამისი სატრანსპორტო და წარმოების სხვა საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, დახარისხებას, შენახვასა და სარეალიზაციო ქსელში მოხვედრას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები