აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა

05 თებერვალი, 2019

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე მოადგილეებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სამომავლო პროექტზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს დარგის ხელშეწყობისთვის განახორციელებს.

,,ჩემთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მაღალმთიანი რეგიონების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ მოსახლეობასთან, რათა დეტალურად გავეცნოთ მათ პრობლემებსა და მოთხოვნებს, რადგან ფერმერებს გაუჩინოთ მოტივაცია ჩაერთონ აღნიშნულ პროექტებში, გაზარდონ წარმოება და მიიღონ მეტი შემოსავალი“ აღნიშნა მინისტრმა ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრისას.

რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრი ანალოგიურ შეხვედრებს აქტურად გააგრძელებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები