აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

დაბა შუახევის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

06 თებერვალი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ქვეპროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (NAT190002564) სსიპ დაბა შუახევის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 2 565 990 ლარს.

პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს სამ სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 240 მოსწავლეზე. შენობაში განთავსდება სასწავლო და დამხმარე ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო. შენობა ადაპტირებული იქნება, მოეწყობა ლიფტი, შესაბამისი სველი წერტილები და პანდუსი.

ეზო სრულად კეთილმოეწყობა. აქვე განთავსდება: მოსაცდელი, ღია სპორტული მოედანი და სათამაშო მოედნები.

სატენდერო წინადადებების მიღება დაიწყება 2019 წლის 22 თებერვალს და დასრულდება 27 თებერვალს 14:00 საათზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე - http://procurement.gov.ge

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები