აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბრიტანელი ექსპერტი - ნიკ დოდსი ბათუმშია

06 თებერვალი, 2019

2019 წლის 7 თებერვალს 11 საათზე, სასტუმრო რედისონში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ჩასატარებელი ფესტივალების კონკურსის აპლიკაციის ფორმისა და პირობების პრეზენტაცია გაიმართება. შეხვედრაზე ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში თანამშრომლობის ფარგლებში ბრიტანელი ექსპერტი - ნიკ დოდსი ისაუბრებს ფესტივალების დაფინანსების შოტლანდიურ (დიდი ბრიტანეთი) გამოცდილების შესახებ.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართება, რაც საშუალებას იძლევა აპლიკაციის ფორმისა და კონკურსის პირობების სამუშაო პროცესში ჩაერთოს აჭარის რეგიონის საფესტივალო სექტორის წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული პირი, რომელსაც უკვე დაგეგმილი აქვს ან სამომავლოდ გეგმავს რეგიონში კულტურის მიმართულებით ფესტივალის ორგანიზებასა და მართვას.

დღეს, სასტუმრო „დივანში“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მოადგილეებთან თეონა ბერიძესთან და ალექსანდრე დავითაძესთან ერთად ბრიტანელ ექსპერტთან ნიკ დოდსთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ აჭარის რეგიონში კულტურის მიმართულებით ფესტივალის ჩატარებით, მობრძანდით, თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

დასწრება თავისუფალია!

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები