აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

07 თებერვალი, 2019

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების სტუდენტებს შეხვდა და სამინისტროს 2019 წლის პროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა’’-ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები.

სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პრაქტიკული უნარჩვევევბის გამომუშავების, პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად 6 თვის ვადით მიიღებს უმაღლესი განათლების მქონე პირი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, სულ 10 სტაჟიორი. მათ შორის: 7 აგრარული მიმართულება, 1 აგროინჟინერი, 2 ქიმია, ბიოლოგია ან ეკოლოგია.

სტაჟიორი დადგენილი წესით მიიღებს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს. განაცხადების მიღება წარმოებს 2019 წლის 30 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა, კანდიდატის მიერ უნდა მოხდეს ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე- www. hr.gov.ge-ზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები