აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

აჭარის მთავრობა ხანძრით დაზარალებულ 4 ოჯახს 40 000 ლარს გამოუყოფს

08 თებერვალი, 2019

📌️ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა.

➡️ სხდომას კომისიის თავმჯდომარე ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერიებისა და შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

➡️ სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:

✔️ ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური უზრუნველყოფა.

➡️ კომისიის გადაწყვეტილებით ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითო ოჯახს აჭარის მათავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა 40 000 ლარი.

➡️ თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 10 000 ლარი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები