აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სტრატეგიული დოკუმენტი - ასოცირების ხელშეკრულების ნაწილი

08 თებერვალი, 2019

დღეს სასტუმრო ჰილტონში კვლევის - ,,აჭარის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფორმირებისა და დაფინანსების პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის შეფასება“ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დაესწრო.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აჭარის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფორმირების, სტრატეგიების შემუშავების და დაფინანსების პროცესში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სხვა დაინტერესებულ მხარეთა (მუნიციპალიტეტი, სამოქალაქო
საზოგადოება, აკადემიური/სამეცნიერო წრეები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნესი,
მედია) შორის თანამშრომლობის და დიალოგის გაძლიერების ხელშეწყობა.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო შეფასებითი კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას, განხილული
იქნა ზოგადად პოლიტიკის ფორმირების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის საერთაშორისო
პრაქტიკაზე დაფუძნებული მექანიზმები, აჭარაში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა და კვლევის ფარგლებში
მომზადებული რეკომენდაციები.

ხოლო მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას სადაც მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა ესაუბრათ
აჭარის რეგიონული პოლიტიკის ფორმირების, სტრატეგიების შემუშავების და დაფინანსების პროცესში მათი
ჩართულობის და გამოცდილების შესახებ.

შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, სამინისტროების, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები/წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი
განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ (CTC), პარტნიორ
ორგანიზაციებთან „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN)“ და „დემოკრატიის ინსტიტუტი“ (IOD) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია, ხელი
შეუწყოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაზრდას ქვეყნის რეგიონული განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვასა და
განხორციელებაში. პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა აჭარის რეგიონული განვითარების მექანიზმების და სტრატეგიის
დოკუმენტების გაუმჯობესების, ასევე აჭარის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფორმირების პროცესში
დაინტერესებული მხარეების ჩართულობის და დიალოგის გაძლიერების ხელშეწყობა.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები