აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძე აჭარის რეგიონალური განვითარების პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

08 თებერვალი, 2019

სასტუმრო „ჰილტონში" აჭარის რეგიონული განვითარების სტრატეგიის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. განვითარების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულმა დაინტერესებულმა მხარეებმა და შეხვედრის მოანაწილეებმა სტრატეგიის დოკუმენტის ფორმირების საკითხები განიხილეს. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო აჭარის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფორმირების, სტრატეგიების შემუშავების და დაფინანსების პროცესში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სხვა დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამშრომლობის და დიალოგის გაძლიერების ხელშეწყობა.

შეხვედრა ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (AღშD) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ (ჩთჩ), პარტნიორ ორგანიზაციებთან „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN)“ და „დემოკრატიის ინსტიტუტი“ (IOD) თანამშრომლობით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები