აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ტენდერი დაბა ქედის სკოლის რეაბილიტაციისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე

12 თებერვალი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ქვეპროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (NAT190003139) სსიპ დაბა ქედის საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 840 618 ლარს.

პროექტის მიხედვით სკოლის ძირითად შენობაზე განხორციელდება სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია. ასევე ღობის მოწყობა.

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება ახალი სპორტული დარბაზი, რომელშიც მოეწყობა კალათბურთის მოედანი პროფესიონალური, სტანდარტული ზომებით, გასახდელებით, ტრიბუნით მაყურებელთათვის. კალათბურთის ფარებთან ერთად დამონტაჟდება ხელბურთის კარებიც.

სატენდერო წინადადებების მიღება დაიწყება 2019 წლის 02 მარტს და დასრულდება 07 მარტს 14:00 საათზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე - http://procurement.gov.ge/


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები