აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილედ ნონა ეფაძე დაინიშნა

13 თებერვალი, 2019

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილედ ნონა ეფაძე დაინიშნა.

ნონა ეფაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის გზით შეირჩა. დაწესებულების თანამშრომლებს ხელმძღვანელის ახალი მოადგილე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვს მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ წარუდგინეს.

ნონა ეფაძეს აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებაში საქმიანობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს:

2006 - 2007 წლებში იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანმდაცვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

2007 წლიდან დღემდე - აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბათუმის განყოფილების უფროსი.

ნონა ეფაძეს დამთავრებული აქვს ქ. თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი; მიღებული აქვს სახელმწიფო სერთიფიკატები ზოგად ჰიგიენასა და ეპიდემიოლოგიაში. გავლილი აქვს აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) გამოყენებითი ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების სამხრეთ კავკასიის 2 წლიანი რეგიონალური პროგრამა.

ნონა ეფაძე პარალელურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას - ის გახლავთ აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) პროგრამის მენტორი საველე ეპიდემიოლოგიაში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები