აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დასახელდა

20 თებერვალი, 2019

ქართული სამზარეულო და ხაჭაპური კიდევ ერთხელ გახდა მომხმარებლის რჩეული. რესტორნისა და მასპინძლობის სფეროს წამყვანი ამერიკული კომპანია ,,af&co" 2019 წლის ტენდენციებს აქვეყნებს, სადაც ქართულ საჭმელს წლის სამზარეულოდ, აჭარულ  ხაჭაპურს კი წლის კერძად ასახელებს.

,,af&co" ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი საკონსულტაციო კოპმანიაა, რომელიც  რესტორნების, საკვებისა და სასმელის, მასპინძლობის მარკეტინგის უმთავრეს ტენდენციებს პერიოდულად ასახელებს. რაც შეეხება აჭარულ ხაჭაპურს, ის  წლის კერძად თავისი გემოს - ყველისა და კვერცხის ნაზავის,  ასევე ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა.

აჭარული ხაჭაპური წელს ასევე იყო  მომხმარებელთა რჩეული კულინარიული ვებ-გვერდის „Tasteatlas“ -ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში. 

კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები