აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

„ღვინის მეგზური“ - პრაქტიკული წიგნი გიდებისთვის

21 თებერვალი, 2019

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის კიდევ ერთი პრაქტიკული სახელმძღვანელო დაბეჭდა.  „ღვინის მეგზური“- ასე ჰქვია წიგნს, რომელიც მეღვინეობით დაინტერესებული ადამიანებისა და გიდებისთვის სამაგიდო სახელმძღვანელოს  წარმოადგენს. წიგნში თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიის, ღვინის დაყენების ტექნოლოგიის, ქართული ვაზის ჯიშების, ღვინის კანონმდებლობის, ღვინის დაგემოვნების ხელოვნებისა და კერძებთან მისი შეხამების შესახებ. წიგნში საუბარია ასევე, აჭარაში გავრცელებულ ვაზის ჯიშებსა და ღვინის მარნებზე.

„ღვინის ტურისტულ მარშრუტებზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გიდები და საოჯახო მარნების მფლობელები, რომლებიც ყველა საჭირო ინფორმაციას ღვინისა და ქართული ვაზის შესახებ ტურისტებს სწორად მიაწოდებენ.  „ღვინის მეგზური“ ამ მიმართულებით გიდებისთვის ნამდვილად სამაგიდო წიგნია, რომელიც მათ ინფორმაციის მიღებასა და ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.  გარდა წიგნისა, ღვინის ტურიზმის შესახებ ჩვენ ასევე ჩავატარეთ ტრენინგები საოჯახო ღვინის მარნებისთვის, მიმდინარე წელს კი უკვე გიდების გადამზადებას ვგეგმავთ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

„ღვინის მეგზური“ მეორე პრაქტიკული სახელმძღვანელოა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის მოამზადა. მისი ავტორია მწერალი, ღვინის კლუბის დამაარსებელი და Wine & Spirit Education Trust-ის მე-3 დონის სერტიფიცირებული ღვინის პროფესიონალი მალხაზ ხარბედია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები