აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პროექტის „Be Museumer“ პრეზენტაცია გაიმართა

26 თებერვალი, 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროექტის „Be Museumer“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი.

“აჭარის რეგიონში მზარდი ინტერესია მუზეუმის მიმართ, რაც მუზეუმებს ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს, გადაიქცეს ის საზოგადოებრივ პლატფორმად“ -აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას თეონა ბერიძემ.

“BE MUSEUMER“ წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამის შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამის კონკურსში გამარჯვებულ სამწლიან (2018-2021) პროექტს,რომელიც მიზნად ისახავს სამუზეუმო სფეროს და მუზეუმების თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 

პროექტის ფარგლებში საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მუზეუმების თანამშრომლებისთვის შემუშავდა საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამა, რომლის მიზანია მათი განათლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება 21-ე საუკუნის სამუზეუმო გამოწვევების საპასუხოდ. პროექტში „Be Museumer“ აჭარაში მოქმედი მუზეუმებიც ჩაერთვებიან.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები