აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სარფში ახალი სკოლა გაიხსნა

26 თებერვალი, 2019

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა რეგიონის აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სარფში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა გახსნა.

სკოლის გახსნის ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ბაგრატ მანველიძე ესწრებოდა.

პროექტის ფარგლებში აშენდა სამსართულიანი, 250 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, კეთილმოეწყო საკლასო ოთახები და დამონტაჟდა ლიფტი. სკოლას გადაეცა ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები. სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო ახალი მხატვრული ლიტერატურით.

სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მოეწყო პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილები. სკოლაში კეთილმოეწყო ეზო და ღია სპორტული მოედანი.

ლაზეთის სოფლებს შორის სარფი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. პირველი ქართული დაწყებითი სკოლა ამ სოფელში 1925 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები