აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

პროექტი - „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“

27 თებერვალი, 2019

✔️ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (ბსუ) და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდის“ ორგანიზებით პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგელბში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი დაესწრო.

✔️ პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობებისა და მიღწეული შედეგების გაცნობა-შეჯამება და განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობა.

✔️ პროექტი, „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ 2016 წლის დეკემბრიდან ხორციელდება და იგი 2019 წლის მაისში სრულდება. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, პროექტს საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან“, რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიართან” და ბავშვის საერთაშორისო კათოლიკურ ბიუროსთან (International Child Catholic Bureau (BICE)) თანამშრომლობით ახორციელებს.

✔️ პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბავშვთა საერთაშორისო ჰელპლაინი (Child Helpline International (CHI)).

✔️ პროექტის მიზანია ბავშვთა დაცვის სისტემის გაუმჯობესებით, ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების და ახალგაზრდების დაცვა, მათზე ძალადობის პრევენცია და შემთხვევებზე შესაბამისი რეაგირება. პროექტის ძირითადი საქმიანობები ხორციელდება თბილისში, აჭარასა (ბათუმი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში (ზუგდიდი).

✔️ პროექტის ფარგლებში დაფუძნებული ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრები მუშაობენ თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ცენტრები მულტიდისციპლინური და მულტისექტორული მომსახურების მიწოდებით, ეხმარებიან ძალადობის მსხვერპლ და რისკის ქვეშ მყოფ
ბავშვებს და ახალგაზრდებს, რათა უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება, უფლებების დაცვა და რეაბილიტაცია. ბათუმის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი ფუნქციონირებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კლინიკის ბაზაზე.

✔️ პროექტი ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარებს.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები