აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აჭარის რეგიონის 115 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა წიგნადი ფონდით შეივსო

28 თებერვალი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2013 წლიდან "საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების" ქვეპროგრამის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების შევსებას ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათისა და სხვა სახის ლიტერატურით.

2019 წელს ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში შეტანილია 8560 ცალი სხვადასხვა დასახელების 66998 ლარის  ღირებულების მხატვრული ლიტერატურა. 

მიმდინარე წელს წიგნადი ფონდით განახლდა:                                                                        

1.       სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაშტას საჯარო სკოლა;

2.       სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლა;

3.       სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ორცვის საჯარო სკოლა;

4.        სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლა;

5.       სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლა;

6.       სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეების საჯარო სკოლა;

7.       სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლა;

8.       სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლა;

9.       სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლა;

10.    სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლა;

11.    სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის  საჯარო სკოლა;

12.    სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლა;

13.    სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკის საჯარო სკოლა;

14.    სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N2  საჯარო სკოლა;

15.    სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის  საჯარო სკოლა;

2013 - 2019 წლებში აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში 115 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა განახლებულია წიგნადი ფონდით.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები