აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

"სმენის დაზიანება - გლობალური გამოწვევა და სახელმწიფოების როლი"

01 მარტი, 2019

📝 2019 წლის 28 თებერვალს, თბილისში, ფონდი აურესის და შპს კინდსმენას ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია: სმენის დაზიანება - გლობალური გამოწვევა და სახელმწიფოების როლი.

კონფერენციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი დაესწრო და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სმედაქვეითებულ და სმენაპროთეზირებულ მოქალაქეთა კუთხი ახორციელებს.

 სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა.
http://adjara.gov.ge/…/Docs/ea2b7cf776114727b7bbf0aad481.pdf

 სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია.
http://adjara.gov.ge/…/Docs/25b46b1eb07f47baa76288e91593.pdf

☑️ კონფერენცია გაიმართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2019 წლის სმენის მსოფლიო დღის ფარგლებში.

☑️ კონფერენცია მიზნად ისახავდა გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სმენის დაზიანების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და მართვის მნიშვნელობაზე, სამომავლოდ, ქვეყანაში სმენის დაზიანების მართვის სტანდარტების დასანერგად.

☑️ კონფერენციის მხარდამჭერები: შპს კინდსმენა, (სმენის დაქვეითების მქონე პაციენტების დიაგნოსტირებისა და მათი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Kind Hörgerete-ს შვილობილი კომპანია საქართველოში) კოხლეარული იმპლანტის მწარმოებელი კომპანიები Med-El-ი და Cochlear, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, 
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიის წარმომადგენლები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები