აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

წითელი ჯვრის საზოგადოების ანგარიში

01 მარტი, 2019

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ანგარიშს დაესწრნენ, რომელიც ორგანიზაციის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ საქმიანობას შეეხებოდა.

"აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში, ისევე როგორც არსებობის 100 წლიანი ისტორიის მანძილზე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, როგორც ჰუმანიტარულ სფეროში მთავრობის დამხმარე ორგანიზაციამ, არაერთი საქმიანობა განახორციელა მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად ქვეყნის გამოწვევებისა და საჭიროებების საპასუხოდ"- განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.

ცნობისათვის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანადგომით, ჰუმანიტარულ დახმარება აჭარაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებსაც გადაეცათ.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები