აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მინისტრის მოადგილე კრავ მაგას მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

01 მარტი, 2019

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან მინდია ქათამაძესთან ერთად კრავ მაგას მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს გაბი მიჩელს, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს კახა ბასილიასა და სპორტის ამ სახეობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონში კრავ მაგას განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. სამომავლოდ საბრძოლო ხელოვნების რეგიონალური ფედერაცია გარკვეული ღონისძიებების გატარებას გეგმავს.

2019 წლის ნოემბერში, ისრაელში გაიმართება კრავ მაგას მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 30 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრებში აჭარიდან წარგზავნილი სპორტსმენებიც იქნებიან და ისინი პირველად იასპარეზებენ ამ ტიპის შეჯიბრებაში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები