აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ღვინის მწარმოებლები და ქედის LAG-ის წევრები სასწავლო ვიზიტით მალაპოლსკას რეგიონში იმყოფებოდნენ

04 მარტი, 2019

მიმდინარე წლის 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ღვინის მწარმოებლები და ქედის LAG-ის წევრები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ მალაპოლსკას რეგიონში. მალაპოლკას რეგიონის თვითმმართველობის მიერ ორგანოზებული ტური მიზნად ისახავდა პოლონელ და ქართველ მეღვინეებს შორის გამოცდილების გაზიარებას და მათ შორის კოოპერაციული საქმიანობის შესაძლებლობების განხილვას.

ვიზიტის ფარგლებში სასწავლო ტურის მონაწილეებმა მოინახულეს მალაპოლსკას რეგიონში არსებული ღვინის მეურნეობები, შეხვდნენ ადგილობრივ მეღვინეებს, გაეცნენ მათ საქმიანობას და თავის მხრივ გაუზიარეს მათი მრავალწლიანი გამოცდილება ღვინის წარმოებასა და ვენახის მოვლაში. ასევე გაიმართა შეხვედრები მალაპოლსკას რეგიონის ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტთან და პოლონეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებთან. ასოციაციის პრეზიდენტთან შეხვედრის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა აჭარის ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის და მალაპოლსკას მეღვინეების ასოციაციის თანამშრომლობას, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება როგორც პოლონეთში, ისე აჭარაში.

LAG-ის წევრებთან შეხვედრის ფარგლებში პოლონეთის LAG-ის წარმომადგენლობამ ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს გაუზიარეს მათი გამოცდილება სოფლის განვითარების მიმართულებით რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების განხილვის მიზნით შემდეგი ვიზიტი აჭარაში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები