აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბიზნეს ფორუმი "უნგრეთი-საქართველო"

05 მარტი, 2019

ბუდაპეშტში ბიზნეს ფორუმი „უნგრეთი-საქართველო“ ჩატარდა.

უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნენ.

საინვესტიციო ფორუმი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გახსნა.

უცხოელმა ინვესტორებმა აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიიღეს.

"აჭარის მთავრობა აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ჩვენ ინტენსიურ შეხვედრებს ვმართავთ პოტენციურ ინვესტორებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ძალიან ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრები შედგა უნგრეთში. ჩვენი პარტნიორები აჭარით ძალიან დაინტერესებულები არიან. განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და უკვე არის დაინტერესება ადგილობრივი ინვესტორებისგან. ისინი აჭარის რეგიონს ეწვევიან და მათ ჩვენ უკვე ადგილზე გავაცნობთ რეგიონის საინვესტიციო გარემოს”- განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

ფორუმის მონაწილეები აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნენ.

ფორუმს უნგრეთის ელჩი ვიქტორია ჰორვატი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე ესწრებოდნენ. 
დელეგაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები გამართეს.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები