აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ჯაბა ფუტკარაძემ Teqball-ის დამაარსებელთან შეხვედრა გამართა

03 მარტი, 2019

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კლუბ ფერენცვაროშის ერთ-ერთ სპონსორს, კომპანია "ტექბოლის" ხელმძღვანელს გრეგ მურანის და ამ თამაშის შემქმნელს გაბორ ბორსანის შეხვდა.

დღეისათვის ტექბოლი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ახალ სპორტულ სახეობად არის ცნობილი.

შეხვედრაზე მინისტრმა აჭარაში ამ სპორტის დანერგვის პერსპექტივებზე ისაუბრა. ტექბოლის შემქმნელმა გაბორ ბორსანმა ამ მიმართულებით ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

ტექბოლი 2014 წელს პროფსიონალმა სპორტსმენმა გაბორ ბორსანმა და კომპიუტერული სფეროს მეცნიერმა ვიქტორ ჰუსზარმა შექმნეს.

ტექბოლის პირველ მსოფლიო თასს ბუდაპეშტმა 2017 წელს უმასპინძლა და მასში 20 ქვეყანა მონაწილეობდა. 2018 წელს კი საფრანგეთში გამართულ ჩემპიონატში 90 სპორტსმენი ჩაერთო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები