აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარა უნგრეთთან სპორტული ტურიზმის მიმართულებით ითანამშრომლებს

03 მარტი, 2019

 აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სპორტული ტურიზმის განვითარების პროექტზე მუშაობს.

 სამინისტრო აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევას იწყებს.

► აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი უნგრეთში იმყოფება და სპორტული ტურიზმის ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

► ვიზიტის ფარგლებში ჯაბა ფუტკარაძე უკვე შეხვდა უნგრეთის ელჩს ვიქტორია ჰორვატს. შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხო.

► მინისტრი უნგრეთის ელჩთან ერთად ბუდაპეშტის საფეხბურთო სტადიონს Groupama Arena-ს ეწვია და აღნიშნული სტადიონის მმართველ, მსოფლიოში ცნობილი კომპანია "ლაგარდერის" ხელმძღვანთან ანდრას იგაზთან და სპორტის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა. კომპანია "ლაგარდერს" სპორტის სფეროში საქმიანობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს და 1500-ზე მეტ სპორტის ექსპერტსა და სპეციალისტს აერთიანებს. კომპანია სპორტში თავისი ინოვაციური სისტემების დანერგვით არის ცნობილი.

► მოგვიანებით მინისტრი სტადიონის ინფრასტრუქტურას გაეცნო და საფეხბურთო მატჩს დაესწრო.

► უნგრულმა მხარემ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის ეფექტური ფუნქციონირების კუთხით გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოთქვა.

► უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე იმყოფებიან.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები