აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქობულეთში

28 თებერვალი, 2019

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქობულეთში გაიმართა. 
მთავრობის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის მთავრობის მიერ საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობის მიზნით, რამდენიმე კომპანიისთვის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების საკითხი წარადგინა.

ჯაბა ფუტკარაძემ სხდომის წევრებს ასევე დაბა ჩაქვისა და კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა წარუდგინა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი ქობულეთის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

რეგულირების გეგმა დაბა ჩაქვისა და ციხისძირის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. დოკუმენტით სწორი ურბანული განვითარების პოლიტიკა ჩამოყალიბდება. დაბა ჩაქვისა და ციხისძირის საპროექტო ტერიტორიის ტურისტულ-სარეკრეაციო, საკუროტო და სამკურნალო პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება მოხდება. ურბან-ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება;

მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განცხადა, რომ აჭარის ა.რ საკუთრებაში არსებული, ქობულეთსა და ქედის მუნიციპალიტეტებში მდებარე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები(ბინები)ჯამში 31 მოქალაქეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები