აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

მემედ ჯინჭარაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა

07 მარტი, 2019

🔸 ღვაწლმოსილ ექიმს, ონკო-ქირურგს, მედიცინის დოქტორს, კლინიკა ,,მედცენტრის" ონკოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს - მემედ ჯინჭარაძეს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა.

🔸 იუბილესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მემედ ჯინჭარაძეს სიგელი გადასცა.

🔸 ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა კომახიძემ კი მედიცინის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობიასთვის მემედ ჯინჭარაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა.

🔸 მემედ ჯინჭარაძეს პროფესიული საქმიანობის 34 წლიანი გამოცდილება აქვს, 1998 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ასევე საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის წევრი. მინიჭებული აქვს საქართველოს საუკეთესო ექიმის წოდება, დაჯილდოებულია ღირსებით ორდენით და სხვადასხვა სიგელით.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები