აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ზაალ მიქელაძემ თურქული გემების ეკიპაჟს უმასპინძლა

06 მარტი, 2019

► აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ თურქული გემების „TCG FATİH“ და „TCG KILIÇ“ კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს აჭარის მთავრობის სახლში უმასპინძლა. შეხვედრას ბათუმის ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი გოგი ფუტკარაძე ესწრებოდნენ.

► გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაესვა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ერთობლივი წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე.

► „თურქეთის რესპუბლიკა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია. მხარეთა შორის თანამშრომლობა მზარდია როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის წარმატება ეფუძნება არამხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას, არამედ საერთო მიზნებსა და ხედვებს რეგიონის მდგრადი და მშვიდობიანი განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი, როგორც საქართველოს მეზობელი და ნატოს წევრი სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ” - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

► პროექტის „ცისფერი სამშობლო 2019“ ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი წვრთნები ორი თურქული გემის - „TCG Fatih“ და „TCG Kılıç“ ეკიპაჟის წევრებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულების მონაწილეობით.

► 6 მარტს 14:00-დან 16:00 საათამდე, ხოლო 7 მარტს 10:00-დან 12:00 საათამდე პერიოდში გემები ვიზიტორთათვის ღია იქნება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები