აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

მთიან აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები დაიწყება

07 მარტი, 2019

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მთიან აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს გეგმავს. მიმდინარე წელს, ტრენინგების პირველი ეტაპი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში ჩატარდება. სასტუმრო სახლის მართვა, კვების ობიექტების მენეჯმენტი, მზარეულების ტრენინგი და ინგლისური ენის კურსი - ძირითადი ჩამონათვალია იმ ტრენინგებისა, რომლებსაც კურორტ გოდერძის, სოფელ დანისპარაულისა და დაბა ხულოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები გაზაფხულზე გაივლიან. 

მზარეულების ტრენინგი - კურორტი გოდერძი, სოფელი დანისპარაული
სასტუმრო სახლის მართვა - კურორტი გოდერძი, სოფელი დანისპარაული
ინგლისური ენის მოკლევადიანი კურსი (III ეტაპი) - კურორტი გოდერძი, სოფელი დანისპარაული 
კვების ობიექტების მენეჯმენტი - დაბა ხულო
მზარეულების ტრენინგი - დაბა ხულო 

ტრენინგები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს ითვალისწინებს. მათი უმრავლესობა ხულოს მუნიციპალიტეტში პირველად ჩატარდება. რაც შეეხება ინგლისური ენის ტრენინგ-კურსს, მისი ორი ეტაპი კურორტ გოდერძისა და სოფელ დანისპარაულის კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს 2018 წელს ჩაუტარდა. წელს, მათთვის უკვე კურსის მესამე ეტაპი დაიწყება. 

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია რეგიონში სერვისის გაუმჯობესება და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, რომელსაც ბოლო წლებია აქტიურად ვანხორციელებთ. დღემდე ტურიზმის სექტორში დასაქმებული 2700-ზე მეტი ადამიანის გადამზადება შევძელით და ეს პროცესი ბუნებრივია გრძელდება. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია და სერვისის გაუმჯობესებათან ერთად ის ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებას, ტურისტული პროდუქტების შექმნას, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებს. შედეგად რეგიონში მზარდია საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაც, რომელმაც გასულ წელს 2,1 მილიონს გადააჭარბა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტები სამომავლოდაც უცვლელი იქნება, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები